"საქართველოში ახალი პრეზიდენტია და..." - რაზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე? - კვირის პალიტრა

"საქართველოში ახალი პრეზიდენტია და..." - რაზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე?

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ გამოცემა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ღია გულით მოვედი. ამას გულწრფელად ვამბობ. ვიგრძენი, რომ ეს ორმხრივი იყო. თუნდაც საუბარის იმ ნაწილში, რომელიც უკრაინას, საქართველოსა და სხვა საკითხებს ეხებოდა, რომელზეც ჩვენ თანხმობა არ გვაქვს", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველოს შესახებ რაზე ისაუბრეს, კერსტი კალიულაიდიმ უპასუხა:

"საქართველოში ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ თუ რისი გაკეთება შეიძლება", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"