"ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი" - რას ამბობს გიგა ბოკერია ზაზა პაპუაშვილზე - კვირის პალიტრა

"ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი" - რას ამბობს გიგა ბოკერია ზაზა პაპუაშვილზე

ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი - არ ვიცი ამ კაცს რა ვუწოდო, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა.

ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

გარდა უწმაწური სიტყვებისა, პაპუაშვილმა ბოკერიას სხვა შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართა, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატს "ნაგავი" უწოდა

"თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, ახლოდან დამელაპარაკეთ შესვენების დროს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ზაზა პაპუაშვილის ერთგვარი გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"