მთავრობის სხდომებს სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან - კვირის პალიტრა

მთავრობის სხდომებს სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის სხდომებს სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაციის ღიაობა მნიშვნელოვანია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, განსაკუთრებით მთავრობის ადმინისტრაცია ღია იყოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოვიდნენ აქ. დღესაც, ჩვენი წარჩინებული მოსწავლეები დაესწრებიან მთავრობის სხდომას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"