პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული - კვირის პალიტრა

პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული

პანკისის ხეობის სოფელ დუისის შესასვლელში პოლიციის წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმია მობილიზებული.

სოფელი ბირკიანი, სადაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, დუისიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს. ამასთან, პანკისის ხეობისკენ შსს-ს დამატებით ჯგუფები მიდიან.

სოფელ ბირკიანში მდგომარეობა დღეს დილით დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ამ დროისთვის ბირკიანში შედარებით სიმშვიდეა. თუმცა ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყეს.

"ინტერპრესნიუსი"