დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები - პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება - კვირის პალიტრა

დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია ავტომანქანები - პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება

პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანთან სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკება გრძელდება. სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები.

ადგილობრივები პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედვად, ხელკეტებით და ქვებით ცდილობენ პოლიციის გაძევებას მიმდებარე ტერიტორიიდან. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"