გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა. შს მინისტრი, სავარაუდოდ, პანკისელებს პირადად შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

"ინტერპრესნიუსი"