"ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰესის გულისთვის, ფორმაში ადამიანებს ქვები უნდა ესროლოთ?! " - გიორგი გახარია პანკისელებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჰესის გულისთვის, ფორმაში ადამიანებს ქვები უნდა ესროლოთ?! " - გიორგი გახარია პანკისელებს მიმართავს

გასაყოფი რა გაქვთ, - ასე მიმართა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას პანკისის ხეობაში.

„ჰესის საწინაღმდეგო თუ ხართ, ჩვენ ხომ ერთი ვართ, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ხომ ძმები ვართ, ძმურად გვიცხოვრია, რისი გულისთვის? - 5 მეგავატიანი ჰესის გულისთვის, რაზეც ლაპარაკი შეიძლებოდა, ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ?! ასე ხომ არ შეიძლება? აგერ მოვედი ვდგავარ და ვილაპარაკოთ“, - მიმართა გიორგი გახარიამ პანკისელებს.

შს მინისტრი ხეობაში, სადაც დილიდან დაძაბული ვითარებაა, ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

"ინტერპრესნიუსი"