სალომე ზურაბიშვილი პანკისში მიმდინარე მოვლენებზე:"მზად ვარ, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იყოს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პანკისში მიმდინარე მოვლენებზე:"მზად ვარ, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იყოს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები"

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის, საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში დაიცვას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოქალაქის ინტერესები. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პანკისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

„ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი ვიღონო რათა დაცული იქნას როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა,“ - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"