გახარია პანკისელებს: "რაც დღეს მოხდა, ჩვენს ძმობას არ შეეფერება, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ამის მერე გავარკვიოთ, სად შეგვეშალა"
გახარია პანკისელებს: "რაც დღეს მოხდა, ჩვენს ძმობას არ შეეფერება, ახლა უნდა დავმშვიდდეთ და ამის მერე გავარკვიოთ, სად შეგვეშალა"
რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ, - ასე მიმართა პანკისელებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია უხუცესებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პანკისის სხვა მცხოვრებლებთან მივიდა და მათ გაესაუბრა.

შს მინისტრმა მათ დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„რაც დღეს მოხდა, ჩვენს ურთიერთობებს და ჩვენს ძმობას არ შეეფერება. დღეს ჩვენ აქ მტყუანის და მართლის ძებნას არავინ ვაპირებთ. ახლა ყველა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და ამის
მერე უნდა გავარკვიოთ, სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა, ვინ დამნაშავეა და ასე შემდეგ. დღეს ახლა ვჩერდებით. თუ ვინმემ დაარღვია კანონი ეს ცალკე სალაპარაკოა...

ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების
სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება. მადლობას ვუხდი ყველა ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გვეტყიან იმას, რასაც გადაწყვეტენ.

გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე - 90 პროცენტი მოსახლება რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?