მიღწეულია შეთანხმება - რა შემთხვევაში აშენდება პანკისის ხეობაში ჰესი? - კვირის პალიტრა

მიღწეულია შეთანხმება - რა შემთხვევაში აშენდება პანკისის ხეობაში ჰესი?

პანკისის ხეობას შსს-ს ქვედანაყოფები დატოვებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას შეხვდა.

რაც შეეხება პოლიციას, მინისტრის თქმით, პოლიცია ხეობაში დარჩება და მოქალაქეებს დაიცავს.

„შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა შს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს სრულად მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მიღწეულია შეთანხმება, რომ პანკისში ჰესი მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერის შემთხვევაში აშენდება.

"ინტერპრესნიუსი"