"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მინდა მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის უხუცესებს" - კვირის პალიტრა

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიციელს, მინდა მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის უხუცესებს"

მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში განაცხადა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს და აღნიშნა, რომ ყველას მიზანი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი საქართველო.

"ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომლებსაც ნებსით თუ უნებლიედ დღეს მოუწიათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქციამოვალეობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ იმ ობიექტურ რეალობასთან დაახლოება შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის, პოლიციელის, პანკისელის მიზანი უნდა იყოს ძლიერი და ერთიანი საქართველო, რასაც მოვაღწევთ", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"