"რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძე არ ჩა­დის რუ­სეთ­ში, ისე­ვე არ ჩა­დის ზე­ლენ­სკიც..."- რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან - კვირის პალიტრა

"რო­გორც ბუბა კი­კა­ბი­ძე არ ჩა­დის რუ­სეთ­ში, ისე­ვე არ ჩა­დის ზე­ლენ­სკიც..."- რა აკავშირებს ვლდიმერ ზელენსკის ბუბა კიკაბიძესთან

უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო რბოლა დასრულდა საკმაოდ საინტერესო შედეგით - ამომრჩეველთა ხმების 73,13%-ით ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი ხმების მხოლოდ 24,49% მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ვლადიმერ ზელენსკის განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ბუბა კიკაბიძესთან. მეტიც, უკრაინის არჩეული პრეზიდენტის სატელევიზიო სტუდიამ - Квартал 95, რომელიც უკრაინაში პოპულარულ სერიალებსა და შოუებს იღებს, კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით "ნამდვილი ქართული ლეგენდა" (Настоящая грузинская Легенда).

პროდიუსერმა რატი აბზანიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ზელენსკის და ბუბა კიკაბიძის ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ხელოვანს ერთმანეთთან მეტად თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE ბუბა კიკაბიძეს დაუკავშირდა, რომელიც მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

"ზელენსკი კიევში გავიცანი, განსაკუთრებულად სიმპათიური კაცია და ძალიან მიხარია, რომ ის გახდა უკრაინის პრეზიდენტი... ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით, საავადმყოფოში ვწევარ..." - გვითხრა მომღერალმა.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვლადიმერ ზელენსკისა და ბუბა კიკაბიძეს, ამის დეტალურად გასარკვევად, AMBEBI.GE-მ მომღერლის პროდიუსერს, რატი აბზიანიძეს მიმართა:

"ვლადიმერ ზელენსკი ჩვენი ძალიან ახლო მეგობარია... მას უკრაინაში დიდი კინოწარმოება აქვს, 2012 წელს ბუბა კიკაბიძეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო... უკრაინაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუბას ყველა გასტროლს ზელენსკის კომპანია უწევს ორგანიზებას, მათ შორის საიუბილეო კონცერტიც მათი ორგანიზებული იყო. იხილეთ სრულად