"ყავაზე არა, არტლის წვენზე თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით"- გიგი უგულავას პასუხი გიორგი გახარიას - კვირის პალიტრა

"ყავაზე არა, არტლის წვენზე თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით"- გიგი უგულავას პასუხი გიორგი გახარიას

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავაგიორგი გახარიას განცხადებას, მივა თუ არა პარლამენტში პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვაზე საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა. "მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა "მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ "ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“. - განაცხადა გიორგი გახარიამ. არნიშნული განცხადების საპასუხოდ გიგი უგულავამ სოცილურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტი დაწერა:

"ყავაზე არა, არტლის წვენზე თან "ღიმილით" საწრუპის გამოყენებით.