ფინანსთა მინისტრი რომან გოცირიძეს: "თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა" - კვირის პალიტრა

ფინანსთა მინისტრი რომან გოცირიძეს: "თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა"

თქვენი გასაშვები რომ გავხდები, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეს და დეპუტატი ტყუილში დაადანაშაულა, რასაც კამათი მოჰყვა.

მაჭავარიანმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი ტყუილი, როგორიც გოცირიძემ თქვა, არც ერთ სხვა ოპოზიციონერს არ უთქვამს.

"ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს უთქვამს. ჩვეულებრივად, ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს იტყუებოდეთ. ღიად იტყუებით და წარბი არ გიტოკავთ. ამას ხომ მოხერხება უნდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

აღნიშნულის საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა. "ზიხართ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ და თუ არა, გაგიშვებთ,- აღნიშნა გოცირიძემ.

თავის მხრივ კი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გოცირიძის გასაშვები არ გახდებოდა.

"თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა",- აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, რომელსაც დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

"ინტერპრესნიუსი"