"ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით"

ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ნინო წილოსანის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორი მდგომარებაა სიგარეტის კონტრაბანდის მხრივ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საბაჟოზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა ამ მხრივ პრობლემურია კონფლიქტისპირას რეგიონებში.

„განსაკუთრებული პრობლემა არის ინდენტიფიცირებული კონფლიქტისპირა, მოსაზღვრე რეგიონებში. საბაჟოებზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა მთიდან, მდინარეებიდან, ტყე-ღრეში გადმოდიან. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ასევე სხვა სპეცსამსახურები კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად გაკონტროლდეს. მე მგონი, ბოლო თვეში შეინიშნება გაუმჯობესება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.