"გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას... ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს" - კვირის პალიტრა

"გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას... ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს"

ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აფასებს.

"ძნელი საყურებელია, როცა ქო-ს ე.წ. პოლიტიკური ელიტა ერთხმად "უფითილებს" გახარიას პანკისის მოვლენებზე "სათანადო" რეაგირებისთვის და სეირის საყურებლად ემზადება - როგორ გადაყვება ამ ამბავს მათთვის ესოდენ არაკომფორტული მინისტრი. ჩემი აზრით, პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვლენების შემდგომი განვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ სწორი იქნება, საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირება უსაფრთხოების სამსახურს გადაეცეს. სხვა შემთხვევაში სრულიად აშკარა გახდება გარკვეული სახელისუფლებო შეთქმულება გახარიას წინააღმდეგ.

გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას - სახელისუფლებო ინტერესჯგუფებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "ვიღაცას ძალიან სჭირდება, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული სექტორი არ განვითარდეს... ქვეყნის მტერი შეეცდება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს"