"გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას... ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს"
"გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას... ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს"
ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში აფასებს.

"ძნელი საყურებელია, როცა ქო-ს ე.წ. პოლიტიკური ელიტა ერთხმად "უფითილებს" გახარიას პანკისის მოვლენებზე "სათანადო" რეაგირებისთვის და სეირის საყურებლად ემზადება - როგორ გადაყვება ამ ამბავს მათთვის ესოდენ არაკომფორტული მინისტრი. ჩემი აზრით, პანკისის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოვლენების შემდგომი განვითარება სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. ამიტომ სწორი იქნება, საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირება უსაფრთხოების სამსახურს გადაეცეს. სხვა შემთხვევაში სრულიად აშკარა გახდება გარკვეული სახელისუფლებო შეთქმულება გახარიას
წინააღმდეგ.

გახარიას "გაფუჭება" აწყობს ყველას - სახელისუფლებო ინტერესჯგუფებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ის "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩასვეს", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში". (წყარო)






მანანა
29 აპრილი 2019 12:33
მომწონს გახარია !!! ორჯერ მოახერხა -მოარიგა მხარეები...
25 აპრილი 2019 11:17
ეეჰ ბატონებო , გეტყობათ, დაგავიწყდათ,,ცოცხების რევოლუციით" მოსულ მთავრობის ერთხმად იცავთ ე ლ ე ქ ტ რ ო დენით ვ ა ჭ რ ე ბ ს ?!? ". ეს ამბავი, უ ფ რ ო დრამატულია, ვიდრე თქვენ გგონიათ... ბ ე ვ რ ი არაქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს ა ლ გ ე თ ი ს, ხრამის და სხვა ხეობებში ... მთავრობას, , უ ხ ე შ ი ძ ა ლ ი თ, მათგან ხეობები გაწმენდის, ან დამშვიდების უ ფ ლ ე ბ ა არ აქვთ და არც ექნებათ !!.. ,პ ა ნ კ ი ს ი ს და ქ ს ნ ი ს ხეობაში მცხოვრებლებს სახელმწიფო ე ნ ი ს ცოდნის პრობლემა არ აქვთ, განსხვავებით სამხრეთ საქართველოს მოქალაქეებისა..!! ე რ თ ა დ ე რ თ ი გზაა, ამ ხალხების ცხოვრების პირობების გ ა უ მ ჯ ო ბ ე ს ე ბ ა , რათა გახდნენ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები.. და ერთად ვაშენოთ ძ ლ ი ე რ ი , მ დ ი დ ა რ ი და მ უ შ ტ ა დ შეკრული; ე რ თ ი ა ნ ი ქ ა რ თ უ ლ ი დემოკრატიული სახელმწიფო... ,, მ ტ ე რ ს არ ძინავს“!! - ჩასაფრებული, ელოდება!! ქართველებსა და მათ შორის დ ი დ არეულობას და ჯ ა ხ ს, რ ო მ, ლ ე ნ ი ნ გ ო რ ი დ ა ნ შ ე მ ო ვ ა რ დ ე ს ე.წ. ,,სამშვიდობო“ რ უ ს უ ლ ი ჯარით და ა ღ ი დ გ ი ნ ო ს 90-იან წლებში დაკარგული, საზიზღარი ,, ბ ო რ ო ტ ე ბ ი ს ი მ პ ე რ ი ა.". ყველა მთავრობას ამ რთულ საქმეში დ ი დ ი სიფრთხილე ჰმართებს!
24 აპრილი 2019 20:57
ყვლაზე მაგარი მინისტრია გახარია...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები