"შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ "როსს" ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა" - კვირის პალიტრა

"შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ "როსს" ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ადასტურებს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში შესულ ამერიკულ ხომალდ "როსს" ორი რუსული სამხედრო გემი აედევნა.

"ეს დამახასიათებელია რუსეთისთვის, რომ თვალი ადევნოს, გამოედევნოს ასეთ აქტივობებს, როცა ამერიკის თუ სხვა ქვეყნების მიერ ხდება საზღვაო გემების განლაგება. თუმცა, ეს არის ჩვენი უფლება, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით განვახორციელოთ ამგვარი ოპერაციები, ალბათ, უფრო რუსეთს უნდა მიმართოთ, რა რისკებს ხედავენ ამაში", – განაცხადა როს უილსონმა ჟურნალისტებს.

ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი USS Ross 21 აპრილს შემოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"