"თუ პოროშენკოზე სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, ის ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი" - კვირის პალიტრა

"თუ პოროშენკოზე სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, ის ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პეტრო პოროშენკოს თავისუფლებაზე დატოვება შეცდომა იქნება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Strana.Ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პოროშენკო შეეცდება ყველანაირად შეარყიოს ზელენსკი. თუ პოროშენკოზე სისხლის სამართლის საქმეებს არ აღძრავენ, ის ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. პოროშენკო კეთილშობილებას სისუსტედ აღიქვამს და ნებისმიერ მომენტში ზურგში დანას დაარტყამს ზელენსკის“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არ ჩქარობს უკრაინაში დაბრუნებას. მისი თქმით, მას უკრაინის მოქალაქეობა არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.

"ინტერპრესნიუსი"