"წიწილებს 19 მაისს დავითვლით" - კვირის პალიტრა

"წიწილებს 19 მაისს დავითვლით"

"წიწილებს 19 მაისს დავითვლით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 2019 წლის პარლამენტის შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა პარტია "ევროპული საქართველოს" განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმება დაარღვია. კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ "ევროპული საქრთველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დაამარცხოს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ასეც და ისეც დავამარცხოთ ერთიც, მეორეც და ორივეც. აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით. ვნახავთ, რომ შედეგი "ქართული ოცნებისთვის" იქნება შთამბეჭდავი და ამას ყველა ერთად ვიხილავთ 19 მაისის შემდეგ,"- აღნიშნა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"