"წიწილებს 19 მაისს დავითვლით"
"წიწილებს 19 მაისს დავითვლით"
"წიწილებს 19 მაისს დავითვლით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 2019 წლის პარლამენტის შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებს.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა პარტია "ევროპული საქართველოს" განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეთანხმება დაარღვია. კობახიძის თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ "ევროპული საქრთველო" და "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დაამარცხოს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

"ჩვენი ამოცანაა, რომ ასეც და ისეც დავამარცხოთ ერთიც, მეორეც და ორივეც. აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს
დავითვლით. ვნახავთ, რომ შედეგი "ქართული ოცნებისთვის" იქნება შთამბეჭდავი და ამას ყველა ერთად ვიხილავთ 19 მაისის შემდეგ,"- აღნიშნა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
ალექს
28 აპრილი 2019 09:40
კომუნიზმი,საბჭოთა სოციალიზმიც, უტოპია იმიტომ იყო,რომ გამდიდრება კანონითაც ისჯებოდა ,ამასთან უზნეობათაც,კიდევ მეტი-სახელმწიფოს და საზოგადოების ,სოციალიზმის მტრობად ითვლებოდა და სასტიკად ისჯებოდა !
დამსჯელი კი არ დასჯაში ფულს იღებდა და ბიუჯეტიდან ,საწარმოდან ,ცეხიდან ,სასადილო რესტორნიდან,მაღაზიიდან,ფაბრიკიდან მიწერებით,მკვდარი სულებით,ათასი მეთოდით პარვის საშუალებას გაძლევდა ,მოპარული მათთვის გაგეყო უნდა და უნდა მერე სადმე დაგერხარჯა,სად ?
ყველას ყველაფერი ქონდა და არსად არაფერი არ იშოვებოდა -აი პარადოქსი ?!
სამოთახიანი ბინის ურიგოდ ან ნორმის ზემოთ მიღება 10 ათასი მანეთი "ღირდა" აღმასკომში და რაიკომში ! ისე უფასო იყო,არა ?!
უტვინო ან საშუალო ტვინის მქონე შვილის მოწყობა ინსტიტუტში 15-20-25 ათასი მანეთი ღირდა,სამედიცინოზე და თან თუ ძაან ბრიყვი იყო,შეიძლება 40-ც დამჯდარიყო ! მეღვინეობაც ძვირი იყო,მეპივეობა ,აი თოფაძე როა ,მელიმონათეობა,აი ჭყონია როა !
სასაცილოა და ფასების კომიტეტი ისე ადებდა პივას 21 კაპიკ ფასს და ლიმონათს 14 კაპიკს,რომ უკან ხურდას ვერ მიიღებდი ,ის თითო კაპიკი ატრიალებდა მილიარდებს !
ვოლგა მოგებული ლატარიის ბილეთი ასევე 35-40 ათასი მანეთი ღირდა-მოგება აპრავებდა დაუსაბუთებელ შემოსავალს ,ოფიციალურად ის ვოლგა 15 ათასი მანეთი ღირდა ,ისე ,ლევად 40 !
სამწუხაროდ ეს რეალობა დაგეგმილი იყო გოსპლანსა და ათასგვარ სნაბსბიტფონდში,ისინი ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდნენ ,რათა ხვრელი "ლევ" საქონელს ამოევსო,მომსახურეობასაც -ეს მთელი ხელოვნება იყო ,აბა მართლა რეიგანს კი არ დაუნგრევია სსრკ,თავისით დაინგრა,საკუთარი უტოპიური მოწყობის ,უპერსპექტივო სისტემის გამო დაინგრა !
დიახ,სტალინი მოკვდა,მისი პოლიტბიურო დაბერდა და მარაზმატიკებად იქცნენ,განათლებითაც არ გამოირჩეოდნენ,ახალგაზრდა ობკომებს ,ქალაქკომებს მილიარდობით ,ასეულ მილიარდობით ქონება და მატერიალურ ადამიანური რესურსი ებარათ და ხელფასი 800 მანეთი ქონდათ ,პარტიაში მიღების სანაცვლოდ კი 3 000 -5 000 მანეთს იღებდნენ-ისე მოსაპარ ადგილს ,რომელიც ასევე 10 ათასი მანეთი "ღირდა" ,უპარტიო ვერ ეღირსებოდი ,'ნუ მინიმუმ კომკავშირული საგზური ,ლიმიტი უნდა გქონოდა,არადა შამპანურის აბაზანაში ჩაწოლა უნდოდათ ახალი თაობის პარტოკრატებს ,და ჩაწვნენ, "სევერნოე სიანიე ერქვა " და ერთი სიამოვნება იყო,ბუშტუკები ბუსუსებზე !
ფული კეთდებოდა ხელოვნურ დეფიციტზე,სტალინს კი ქვეყანაში ყველგან ყველაფერი იაფი და სამყოფი ქონდა ,ამიტომ მის დროს ნაკლებსაც იპარავდნენ ,და მომპარავიც დიდ ხანს ვერ დაიმალებოდა სტალინისაგან ,თავადაც ყოველთვის ყველაფერი თავზესაყრელად ქონდა და არ იპარავდა განსხვავებით მისი შემდგომი თაობის ლიდერებისაგან -ესეც უტოპიაა ,წესიერი იდეური მმართველი,იგივეა ერბოს ქილის ყარაულად მელა-ის უნდა დაიქირავო ხელფასით,დროებით,ვადით, კი არ უნდა გააბელადო სიკვდილამდე ,იმუშავე 4-8 წელი -წადი,წააგე მეორე ვადა -გავარდი !?
იყვნენ იმ დროსაც წესიერი ხალხი,განა არა,ეს მათი აშენებულია ,ჯერ რომ ვერ დავანგრიეთ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?