"აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავით გარეჯში გახსნას პუნქტები, რომლებიც დაკეტილი იყო"

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯში, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი მონაკვეთის დაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს ინფორმაციის მიღებისთანავე ჰქონდა მყისიერი რეაქცია.

"როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა საუბარი კოლეგებთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი",- განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე. მინისტრის განმარტებით, პროცესი კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული. ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

"ინტერპრესნიუსი"