"ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს" - კვირის პალიტრა

"ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს"

ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყვეს, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. ბერძენიშვილის თქმით, ის სერიოზულად ვერ აღიქვამს ვერსიას, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში, თითქოს პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყო მიმართული.

"მე არც აღვიქვამ სერიოზულად ამ ვერსიას და რომც იყოს, არ მიმაჩნია ეს მნიშვნელოვნად.მე არ განვიხილავ ამ ვერსიას, როგორც არსებითს. შესაძლოა პოსტფაქტუმ დააპირა ვიღაცამ ხელისუფლებაში ამ ფაქტის გამოყენება, მაგრამ არ განვიხილავ ასეთ ვერსიას. არიან ადამიანები, რომლებიც ... აი მე გავიხსენებ, რომ ჯუმბერ პატიაშვილს მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდა, რომ 9 აპრილი პირადად მას მოუწყეს, ანუ ის უფრო ასე ხედავდა ამ უზარმაზარ პროცესს. ნუ რა ვქნა ახლა, კაცია და გუნება. მე მგონია, რომ მთავარი და არსებითი არის ის, რომ მანდაც ვერაფერი ვერ გათვალა ხელისუფლებამ და ჩათვალა, რომ არ შეიძლება ვინმე იყოს წინააღმდეგი, ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ რას ჰქვია ვიღაცა გვეწინააღმდეგება, დავსაჯოთ ყველა. ეს არის ერთი ვერსია, რომელიც არ არის ჭკუასთან ახლოს, თუმცა რეალობისგან შორს არ არის. მეორე ვერსია და უფრო არსებითი არის ის, რომ შესაძლოა, სწორედ ქისტებისაგან დააპირეს მტრის ხატის შექმნა ქართული საზოგადოების აკუმულირებისთვის, ჩვენ ვიცით ეს მეთოდები, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ ყოფილა და არაერთხელ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"უნტერპრესნიუსი"