ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროპარლამენტარები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვია - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროპარლამენტარები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვიეს.

ირაკლი ტუჟბამ აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არიან მოწვეულნი, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატები. მისი თქმით, ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი "დიპლომატების" ბრიუსელში ე.წ. ვიზიტის დროს მიიწვიეს.

ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან საპრეზიდენტო არჩევნებს", - აღნიშნა მან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 21 ივლისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"