"კადიროვს პანკ­ისის­ ხეობაში თავისი ინტერესები აქვს... ის მზადაა ჩაერიოს პროცესში, როცა ამის საშუალება მიეცემა"
"კადიროვს პანკ­ისის­ ხეობაში თავისი ინტერესები აქვს... ის მზადაა ჩაერიოს პროცესში, როცა ამის საშუალება მიეცემა"
21 აპრილს, ბზობას, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას სოფელ ბირკიანის მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავდა 50-მდე ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სამართალდამცველი. სიტუაცია სოფელში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტერიტორიაზე შსს-ს მძიმე ტექნიკა და დამატებითი ეკიპაჟები შევიდნენ. ამის შემდგომ მოქალაქებმა პოლიციის მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, გამოიყენა მოლოტოვის კოქტეილი. მდგომარეობის განმუხტვის მიზნით პანკისში ჩავიდნენ შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. სპიკერის როლს გახარია ასრულებდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა, ჰესის მშენებლობა არ გაგრძელდება. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ჰესის მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგნი არიან.

პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები "კვირის პალიტრასთან" პოლიტოლოგმა, ვახტანგ მაისაიამ შეაფასა:
- აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ
გააფრთხილა ადგილობრივი ხელისუფლება, გამგებელი და უხუცესთა საბჭო ხეობაში პოლიციური ძალის შეყვანის თაობაზე. საოცარია, რომ გამგებელიც მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგა, ანუ ადგილობრივი ხელისუფლებაც გაურკვევლობაში იყო.

როგორც ცნობილია, კადიროვს პანკ­ისის­ ხეობაში თავისი ინტერესები აქვს. ორი აზრი არ არის, რომ ჩასაფრებულია და მზადაა ჩაერიოს, როცა ამის საშუალება მიეცემა. მას ჰყავს 12-ათასიანი კარგად შეიარაღებული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც მოიცავს სადაზვერვო სტრუქტურასა და ოპერატიული რეაგირების სამსახურს. სადაზვერვო სამსახურს ხელმძღვანელობს დაუდოვი (მეტსახელად "ლორდი"), კადიროვის მარჯვენა ხელი და პირადი დაცვის უფროსი.
ვახტანგ მაისაია
ამავე დროს, კადიროვს ექვემდებარება კაკიევის დაჯგუფებები, ე.წ. რუსეთის სამხედრო დაზვერვის 42-ე და 44-ე ბატალიონები, რომლებიც ფორმალურად ექვემდებარებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის მეორე მთავარ სამმართველოს, ანუ გრუ-ს და, ფაქტობრივად, ისინი არიან კადიროვის ოპერატიულ დაქვემდებარებაში. 12-ათასიანი შეიარაღებული რაზმების კოჰორტაზე კადიროვი პირდაპირ აცხადებს, რომ ის არის პუტინის პირადი გვარდია. ამ რაზმს, რომელიც კარგად შეიარაღებული და მომზადებულია, დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს მიღებული სირიაში, ასევე მისი ნაწილები იბრძოდნენ უკრაინის წინააღმდეგ დონბასში. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჩრდილო კავკასიაში მოქმედებენ 33-ე და 34-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადებიც, რომლებიც ასევე შეიძლება მტერმა ჰიბრიდული საბრძოლო ოპერაციებისთვის გამოიყენოს პანკისში. შეუძლიათ საცალფეხო ბილიკით გადმოვიდნენ­ და სავსებით შესაძლებელია, 3000-იანმა არმიამ დაიკავოს ხეობა. ღმერთმა დაიფაროს, აქამდე მივიდეს საქმე...

უნდა აღინიშნოს ჩვენი სპეცრაზმელების დიდი მოთმინება. ისიც ყურადსაღებია, რომ რეგიონში გათვლილი არ ჰქონდათ რისკები. შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტს უნდა გაეთვალა ყველაფერი და შეედგინა რისკებისა და საფრთხეების დოკუმენტი.

სახეზეა სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი, რამაც შეიძლება არშემდგარი ქვეყნის სტატუსამდე მიგვიყვანოს. საქართველოს 2002 წელს უკვე ჰქონდა მინიჭებული ეს სტატუსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან.
ავთო
04 მაისი 2019 14:13
მაინტერესებს რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ხელისუფლებამ,რომ სწორად გაანალიზოს და დაგეგმოს მსგავსი ღონისძიებანი.დიდი შანსია რომ მაგარ შარში გაეხვიონ და ქვეყანა სერიოზულად დააზიანონ.მე ამ შემთხვევაში ჯაბა იოსელიანის პერეფრაზს გამოვიყენებდი "ქვეყნის მართვა ლობიოს ჭამა არ არის" და ეს ყველას არ ეწიფება.ამიტომ ფრთხილად მინისტრებო! დიდი თანამდებობა პირველ რიგში დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის წინაშე და მერე სავარძელში თვითკმაყოფილი ჯდომა და ბორჯომის დალევა.
...
04 მაისი 2019 10:29
რა კადირო?პანკისის ხეობაში მაგის ატანა არააქვთ.
აფხაზი
03 მაისი 2019 18:57
არშემდგარი სახელმწიფო იყო საქართველო 2002ში და ამერიკელების მიერ დაკანონებული 1992წლის ბანდიტური ხუნტა იყო სახელმწიფო არა? როგორც გინდათ ისე ჭრით და კერავთ, საქართველო და ქართველი ერი კი გაანადგურეთ და მოსპეთ ბოლომდე

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები