"პოლიტიკური უზნეობაა, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დააბრალო დავით გარეჯში განვითარებული პროცესები" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური უზნეობაა, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დააბრალო დავით გარეჯში განვითარებული პროცესები"

პოლიტიკური უზნეობაა, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს დააბრალო დავით გარეჯში განვითარებული პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინტერესებს ატარებს, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდის აზერბაიჯანულ მხარესთან.

გია ვოლსკის თქმით, მისაღებია გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დემარკაციას ეხება.

"არც აზერბაიჯანში და არც საქართველოში უნდა გვქონდეს განწყობა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გარკვეული პოზიციის გამოხატვა, რამენაირად შეიძლება დამაზიანებელი იყოს. მითუმეტეს, თუ ეს ინტერესები ემთხვევა მეზობელი ქვეყნის ინტერესებსაც. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და უნდა მოვახდინოთ საზღვრის დემარკაცია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"