"გიორგი გახარიას პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება" - კვირის პალიტრა

"გიორგი გახარიას პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება"

როცა ვიცე-პრემიერი არის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალბათ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მას დაეკისრა სწორედ ამ საქმის გაძღოლა, - ასე აფასებს ექსპერტი ლადო პაპავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.აღნიშნულის შესახებ პაპავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.

კითხვაზე, ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ გახარიას, როგორც პოლიტიკოსის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება, ლადო პაპავა პასუხობს, რომ ეს ასე იქნება.

"ეს ნამდვილად ამას ნიშნავს და მე მივესალმები, რადგან "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული, პოპულარული ფიგურაა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკასაც იმსახურებს და ყველას დამოკიდებულება მის მიმართ ერთნაირი არ არის. პირადად ჩემში ის ბევრად უფრო სიმპათიურად გამოიყურება. ჩანს, რომ ის მუშაობს და არც ხალხთან ურთიერთობას ერიდება", - განაცხადა ლადო პაპავამ.

"ინტერპრესნიუსი"