"უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა" - კვირის პალიტრა

"უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა"

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ უსაფრთხოების საბჭოს კომპენტეცია ძალიან შეიზღუდა და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ჩაჯდა,-ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრის გიორგი გახარიას დანიშვნის კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან ხუხაშვილი ფიქრობს, რომ დღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში აღნიშნულ პოსტზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა სწორედ გიორგი გახარიაა.

"ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში უსაფრთხოების საბჭოს მდივნობის ყველაზე შესაფერისი ფიგურა გახარიაა, რადგან სხვებისგან განსხვავებით, გარკვეულ სტანდარტებს მაინც აკმაყოფილებს. სხვა საკითხია, რომ ამ საბჭომ მიიღო უცნაური ფორმა, რადგან ასეთი საბჭოს იდეა არის კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კოორდინაცია და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მისი (უსაფრთხოების საბჭოს) კომპენტეცია ძალიან შეიზღუდა და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისფლების ფარგლებში ჩაჯდა“,-აცხადებს გია ხუხაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"