"თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ჭანჭიკად" - შალვა შავგულიძე ლევან მურუსიძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ჭანჭიკად" - შალვა შავგულიძე ლევან მურუსიძეს მიმართავს

ბატონო ლევან! სამწუხაროდ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ჭანჭიკად. მეტ ფრაზას ვერ გამოვიყენებ,-ასე უპასუხა ბლოკ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას.

კერძოდ, მურუსიძემ შალვა შავგულიძეს უთხრა, რომ ის იცავდა მოლაშვილის ოჯახის ინტერესებს, დღეს კი იმ პარტიის წევრია, ვისაც წამების საქმეში ხელს ადებდა მოლაშვილი. კერძოდ, მურუსიძის განცხადებით, მოლაშვილი წამების საქმეში ხელს გიგა ბოკერიას ადებდა.

„ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ამას არავინ ეკითხება მოსამართლეს. ეს შეკითხვა არ შეიძლება მოსამართლემ დასვას. სამწუხაროდ, ვრწმუნდებით და სწორია ის მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომელსაც წარმოადგენთ.

ჯერ ერთი, ერთ შეცდომაზე მიგითითებთ: მე არ ვარ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი. ჩვენ გვაქვს ბლოკი, მე ვარ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი. ჩვენ გვაქვს სარჩევნო ბლოკი. . მე არ ვარ პარტიის წევრი და თქვენ არავინ გეკითხებათ, ერთ პარტიას რომელ პარტიასთან ექნება საარჩევნო ბლოკი“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.