ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და ზაზა პაპუაშვილს შორის - რა მოხდა პარლამენტის ეზოში? - კვირის პალიტრა

ფიზიკური დაპირისპირება ნიკა მელიასა და ზაზა პაპუაშვილს შორის - რა მოხდა პარლამენტის ეზოში?

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

დეპუტატები ერთმანეთს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა არც ერთი მათგანი კონკრეტულ მიზეზზე, რასაც ჯერ სიტყვიერი და მერე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, არ საუბრობაენ. სიტუაცია ადგილზე დაცვის სამსახურმა განმუხტა. ამ წუთებში დეპუტატები სხდომაში დარბაზში იმყოფებიან.

იხილეთ ასევე: "ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი, ბევრი რამ შერჩა და..."

"ინტერპრესნიუსი"