"ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი, ბევრი რამ შერჩა და..." - კვირის პალიტრა

"ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი, ბევრი რამ შერჩა და..."

ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.

მელიას პაპუაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე არ უსაუბრია.

"ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპაუშვილი. ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია? ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მთაწმინდის მაჟორიტარი იყო - ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ მისი სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა. ახლა დიდუბეში გახდა. მაგის საკრიტიკებელი ვინ არის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტში დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილი ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

იხილეთ ასევე: "ნიკა მელიამ რაც მისაღები იყო მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობის და უტაქტობის გამო"

"ინტერპრესნიუსი"