"მთავრობასა და ბანკებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება, თუ პროცესი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ" - კვირის პალიტრა

"მთავრობასა და ბანკებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება, თუ პროცესი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ"

მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები ჭიანურდება, - ამის შესახებ "თიბისი ჯგუფის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მთავარი კონტრაქტორი უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი.

"მოლაპარაკება მთავრობას და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ძალიან ჭიანურდება, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან ვადა 15 ივნისამდე გვაქვს. თუ ეს პროცესი ასეთი ნელი ტემპით გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ვადის გახანგრძლივება ვითხოვოთ. აპრილში მხოლოდ 2 წერილი გაიცვალა მთავრობას და ბანკს შორის. იმედი მაქვს, ახლა მაინც აქტიურად დაიწყება მოლაპარაკებები", - განაცხადა ხაზარაძე.

კითხვაზე, თუ რა მიზეზით გადაიდო მოლაპარაკებები, ხაზარაძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. "თუმცა პროცესში ისეთი ინსტიტუტები არიან ჩართულები, რომ წესით სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს მათთან მოლაპარაკება".

"ინტერპრესნიუსი"