"პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალებები გაიცა" - კვირის პალიტრა

"პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტული დავალებები გაიცა"

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან კონკრეტული დავალებები გაიცა.

როგორც გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამავე საკითხზე დეტალურად 2 მაისს, პარლამენტში ისაუბრებს.

"პანკისთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ კონკრეტული დავალება პრემიერისგან და ამ დავალებას შევასრულებთ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. უფრო დეტალურად პანკისთან დაკავშირებით ხვალ, პარლამენტში ვისაუბრებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"