ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა - კვირის პალიტრა

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან მედიასთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

კობერიძის განცხადებით, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ის ცვლილებებია, რომელიც მმართველმა გუნდმა მოამზადა და რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით მიიღო.

ამასთან, როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების შესახებ უმრავლესობაში კონსულტაციები არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამის შესახებ ინფორმირებულია.

"ვაპირებ გავაგრძელო ძალიან აქტიური ცხოვრება და საქმიანობა. ჩემი კონკრეტული გეგმები გამაჩნია და უახლოეს პერიოდში ჩემს ამომრჩეველს და მედიას ამის შესახებ ეცოდინება. დამოუკიდებელი სტატუსი მექნება. ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არამარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელიც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის," - განაცხადა ლევან კობერიძემ. "ეს იყო წყალგამყოფი ხაზი", - განაცხადა კობერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"