მელია გახარიას: "როგორ ბედავთ ლაპარკს იმაზე, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა" - კვირის პალიტრა

მელია გახარიას: "როგორ ბედავთ ლაპარკს იმაზე, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას, უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა"

როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შს მინისტრს გიორგი გახარიას.

მელიამ მინისტრის განცხადება გააკრიტიკა, სადაც გახარია პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებზე საუბრობდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ განცხადების ადრესატები ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ. ამასთან, მელიას განცხადებით, თავად გიორგი გახარია ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას.

"თქვენ ბრძანეთ, გამოსვლის დასაწყისში ძალიან უცნაური რამ, რომ თითქოს ოპოზიცია კამპანიას აწარმოებს პოლიციის დისკრედიტაციის. არადა, მე გეტყვით საპირისპიროს. თუ ვინმე პოლიციის დისკრედიტაციას უწყობს ხელს, ხართ პირადად თქვენ - გიორგი გახარია, რომელიც უშუალოდ თანამშრომლობთ კრიმინალებთან. ეს ყველაფერი დადასტურდა ზუგდიდშიც. მხოლოდ ერთი ადამიანის სახელი და გვარი, ხვიჩა ცხაკაია საკმარისია, რომელზეც თქვენ თავი გამოისულელეთ და თქვით, რომ უბრალოდ არ გსმენიათ მის შესახებ. არადა, პირადად ხართ მასთან შეხვედრილი. თქვენ ხართ იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც "რემენას" აეროპორტში ხვდება. იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც "ლავასოღლის" ათავისუფლებს, იმ გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი ხართ, რომლის რიგებში არის კახა კალაძე, რომლიც ამაყობს რვა სული ქურდით და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარკს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე სხვა ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას. უნამუსო ადამიანის გარდა ამას ვერავინ იკადრებდა, მაგრამ თქვენ ხართ ასეთი ადამიანი და მრავალჯერ დაგიმტკიცებიათ ეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"