რა ვიდეოკოლაჟი უჩვენა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს? - კვირის პალიტრა

რა ვიდეოკოლაჟი უჩვენა გიგა ბოკერიამ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს?

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, ვიდეოკოლაჟი გაუშვა, რომელსაც მან პირობითად "კადრები რეალითი შოუდან" უწოდა.

მისი თქმით, კოლაჟში ის ინციდენტები არის ასახული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.

"თქვენ აქ საუბრობდით დისკრედიტაციის კამპანიაზე პოლიციის წინააღმდეგ და აპოლიტიკურობის პრინციპზე. იცით, თუ არა, რომ ამ კოლაჟში მოცემულ ინციდენტებზე მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ ესხმოდნენ თავს, პოლიციელებს ესხმოდნენ ფიზიკურად თავს და აღბეჭდილია ვიდეოზე. რამდენი ადამიანი დაისაჯა სისხლის სამართლებრივი წესით და რამდენი იხდის სასჯელს?! - არცერთი. ეს ფაქტი უწყობს თუ არა ხელს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ არ ისჯებიან ასეთი ინციდენტებისთვის?! ამ ინციდენტებისთვის, სადაც აღბეჭდილი არიან პოლიციელები როგორ ურტყამენ და ამისთვის ისინი არ ისჯებიან. რა გზავნილია ეს კანონის უზენაესობისთვის?!", - მიმართა გიგა ბოკერიამ შს მინისტრს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო