გახარია პანკისის მოვლენებზე: "რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, "როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?", დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ"
გახარია პანკისის მოვლენებზე: "რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, "როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?", დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ"
დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. გახარიას შეფასებით, კითხვები, რომელიც ჩიხურ მდგომარეობას ეხებოდა, გარკვეულწილად პროვოკაციულია.

"რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად: "როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?". დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს სად იყო გადაცდომის ფარგლები, რა მოხდა", - აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობაში განლაგებული პოლიციელების ფუნქცია და მოვალეობა მოსახლეობას შორის დაპირისპირების თავიდან აცილება იყო.

"როდესაც ბევრი თქვენგანი აქ ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა, პოლიციის ძალების ფუნქცია იქ იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის შესვლის მიზანი
გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო თავის თავზე, რაც მისი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიებით დამთავრებული, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ამიტომ, როდესაც ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ, წინასწარ რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები