გახარია: "სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა" - კვირის პალიტრა

გახარია: "სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა"

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.

როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას მოქალაქეობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიანიჭა.

"ორმაგი მოქალაქეობა არ მაქვს და ბევრი წელია არც მქონია. ამაზე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება და კიდევ გავაკეთებ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეობა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მომანიჭა ისიც ბევრი, ბევრი წლის წინ", - განაცხადა გახარიამ.