"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციზე საუბარს შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ?!" - კვირის პალიტრა

"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციზე საუბარს შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ?!"

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციზე საუბარს შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ?! - მგონი, როლებს ვცვლით! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებული და გაჩერებულია.

"მგონი როლებს ვცვლით. ნარკოპოლიტიკის რეფორმის ინიციატივა პარლამენტში იყო და აქ არის გაჩერებული. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციზე საუბარს შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ დავიწყებ?! - საკითხი აქ, პარლამენტშია გაჩერებული", - განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"