რას ამბობს დავით ზალკალიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი უთხრა - კვირის პალიტრა

რას ამბობს დავით ზალკალიანი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი უთხრა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტზე უარი უთხრა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"დიპლომატიური არხებით ჩვენ ვმუშაობთ ამ ვიზიტზე, მსგავსი ვიზიტის მომზადებას სჭირდება ძალიან სერიოზული ჩართულობა ორივე მხრიდან და ბუნებრივია, არანაირი მინიშნება ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან პრეზიდენტის მიუღებლობაზე არ არსებობს ბუნებაში. ორგანიზაციულად როგორც კი შეთანხმდება, ამ ვიზიტის თაობაზე ჩვენ საზოგადოებას ვაცნობებთ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"