"გახარია სულ 17 თვის მინისტრია და ჩემს კოლეგებს რომ ვუსმენდი, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ცოდვები აკიდეს ამ კაცს" - კვირის პალიტრა

"გახარია სულ 17 თვის მინისტრია და ჩემს კოლეგებს რომ ვუსმენდი, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ცოდვები აკიდეს ამ კაცს"

გახარია სულ 17 თვის მინისტრია და ჩემს კოლეგებს რომ ვუსმენდი, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ცოდვები აკიდეს ამ კაცს, - ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. დეპუტატმა აღნიშნა რომ დღეს სამინისტრო მის მთავარ ორიენტირს აცდა.

"ჩვენ მივიღეთ შემდეგი სიტუაცია, რომ თამბაქოს დააგდებს ვინმე ქუჩაში, პასუხს თხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ, რომ პოლიციამ უნდა აღმოაჩინოს და დასაჯოს; ნაგავს დაყრის ვინმე?! პოლიციამ უნდა ოქმი გააფორმოს და დასაჯოს. ოჯახში ვინმე იჩხუბებს?! უნდა მივიდეს ოჯახში და გააშველოს ცოლ-ქმარი და შემაკავებელი ორდერი გამოწეროს. რესტორანში ვინმე მუსიკას ხმამაღლა აუწევს - პოლიციას უნდა გამოვუძახოთ რომ მუსიკას დააწევინოს. აღარ ვლაპარაკობ ისეთ დარღვევებზე, როგორიც არის სიჩქარის გადაჭარბება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ჩვენ ყველამ ერთად იმხელა ფუნქციები დავაკისრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამო, რომ სამინისტრო ლამის აცდა მის მთავარ ორიენტირს. მთავარი ორიენტირი კი უნდა იყოს დანაშაულთან ბრძოლა და არა ნაგვის დამყრელების, სიგარეტის "ბიჩოკების" დამყრელების ან რესტორნების ხულიგნებისთვის პასუხის მოთხოვნა ხმამაღალი მუსიკის სიყვარულის გამო",- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"