გოცირიძე გახარიას: "თქვენს მიერ კრიზისების განმუხტვა მარკესის აურელიანო ბუენდიასს მაგონებს, რომელმაც 30 ომი წამოიწყო და 30-შივე დამარცხდა" - კვირის პალიტრა

გოცირიძე გახარიას: "თქვენს მიერ კრიზისების განმუხტვა მარკესის აურელიანო ბუენდიასს მაგონებს, რომელმაც 30 ომი წამოიწყო და 30-შივე დამარცხდა"

თქვენს მიერ კრიზისების განმუხტვა მარკესის აურელიანო ბუენდიასს მაგონებს, რომელმაც 30 ომი წამოიწყო და 30-შივე დამარცხდა - ადამიანი, რომელიც 29 ომში დამარცხდება და გული 30-ე ომისკენ მიუწევს ან გმირია ან ბრიყვი, - ამ სიტყვებით შს მინისტრ გიორგი გახარიას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მიმართა.

"ნუკრი ქანთარიამ თქვენი მისამართით განაცხადა, რომ კრიზისების განმუხტვის დიდოსტატი ბრძანდებით და ყველა კრიზისიდან სუფთად გამოდიხართ. სინამდვილეში, მან თქვა, რომ ქვეყანაში არის პერმანენტული კრიზისი, ხელისუფლება, მათ შორის თქვენ, კრიზისებს მუდამ ქმნით და შემდეგ თქვენივე შექმნილი კრიზისიდან გამოდიხართ ანუ საზოგადოებას თქვენივე გაფუჭებული საქმის გამასწორებლად ევლინებით. იყო ასეთი კრიზისი, როცა "ბასიანში" შეიჭერით და შემდეგ კრიზისიდან გამოხვედით. აგერ, პანკისში საშინელი კრიზისი შექმენით, რაც არის თუ არა განმუხტული, არ ვიცით, მაგრამ ყველა კრიზისი ადრე თუ გვიან განიმუხტება. არის გამოთქმა, რომ ყველა ომი ზავით მთავრდება, მაგრამ ვიდრე ზავი დაიდება, ომს ბევრი უბედურება მოაქვს. ვიდრე კრიზისი განიმუხტება, ძალიან ღრმა კვალს ტოვებს. ეს ყველაფერი მარკესის აურელიანო ბუენდიასს მაგონებს, რომელმაც 30 ომი წამოიწყო და 30-შივე დამარცდა. წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც 29 ომში დამარცდება და გული 30-ე ომისკენ მოუწევს. ის ან გმირი ან ბრიყვი უნდა იყოს. 30 კრიზისი შექმენით და თუ 30-ვე განიმუხტა, ეს არ ნიშნავს, რომ განმუხტვა თქვენი დამსახურებაა. კრიზისის განმუხტვაში ხანდახან ჯანსაღი საზოგადოებრივი ინსტიქტები მოქმედებს", - მიმართა გიორგი გახარიას რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"