იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტაბატაძე პროფესიულ საქმიანობას, სამხედრო სამსახურს უბრუნდება. მამუკა ბახტაძემ ტაბატაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"შავლეგო ტაბატაძე არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის სამხედრო, გენერალი და თვითონვე ჰქონდა მას თხოვნა, რომ ის დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა შავლეგ ტაბატაძეს მადლობა გადავუხადო იმ გაწეული მუშაობისთვის, რომელიც მან პოსტზე ყოფნის პერიოდში შეძლო და გააკეთა. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"