"სუს-ი უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლით, უნდა ფეხით და უნდა ცხენით მივა" - კვირის პალიტრა

"სუს-ი უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლით, უნდა ფეხით და უნდა ცხენით მივა"

ის, რომ სუს-ი რატომ დგას აქ, იქ, მანქანიდან მიყურებს - ამის უფლება აქვს. უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლით, უნდა ფეხით და უნდა ცხენით მივა, - ამის შესახებ სუსი-სი ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსი ოპოზიციის თვალთვალში იხარჯება.

როგორც დახურული პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გომელაურმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებით საუბარი სხდომაზეც ჰქონდათ.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე გვქონდა შიგნით საუბარი. მე იქაც დავაფიქსირე, რომ არავის ეკრძალება - არც პოლიციის თანამშრომელს, არც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რომ ამა თუ იმ ღონისძიებას დაესწროს. რა თქმა უნდა, ხელი არ უნდა შეუშალოს, არ უნდა დაემუქროს და სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ქმედებები არ ჩაატაროს იმათ მიმართ, ვინც ატარებს ღონისძიებას - ეს შეკრებაა, ღონისძიებაა, მიტინგია, თუ რაც არის.

ის, რომ რატომ დგას აქ, იქ და მანქანიდან მიყურებს, ამის უფლება აქვს. უნდა მანქანით იდგება, უნდა მოტოციკლეტით, უნდა ფეხით იდგება და უნდა ცხენით მივა. ანუ, კი, გეთანხმებით, რომ კანონით არ იკრძალებაო. თუ ხელს უშლის, რაღაცას მოუწოდებს ან არ ვიცი, ქვებს ისვრის (ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სხვა ადგილებში მოხდა) ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია.

ის, რომ ადამიანს უყურებს, უთვალთვალებს, აკვირდება რამე არ მოხდეს და ინფორმაციას დანაყოფს , პოლიციას გადასცემს, რომ იქ, რაღაც მოვიდა მეორე ჯგუფი, რომელსაც შიძლება ამათ ქვები ესროლოს, მნიშვნელობა არ აქვს "ქართული ოცნება“ იქნება, "ნაციონალური მოძრაობა“, თუ "ევროპული საქართველო“, ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს . ეს, რა თქმა უნდა, მისი საქმეა", - განაცხადა გომელაურმა

"ინტერპრესნიუსი"