"საპარლამენტო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გახარიასაც..."
"საპარლამენტო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გახარიასაც..."
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ბევრი რამ მის კონტექსტშია განსახილველი. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ამ არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მესაჭეობა სწორედ გიორგი გახარიას ანდოს, რაც მმართველი ძალის ნაწილს გვარიანად აშფოთებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მას ფეხს პარტიის შიგნითაც ბევრი უდებდეს. მოსალოდნელად მიგაჩნიათ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა არჩევნებამდე გახარიამ დაიკავოს პრემიერის სავარძელი. ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრობს:

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
საქართველოში სახელმწიფო მართვის ლოგიკა, სამწუხაროდ, ძალიან რთული ასახსნელია. შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს გახარია პრემიერად და ის იყოს საარჩევნო პროცესში ორთქლმავლის ფუნქციის შემსრულებელი, თუმცა, ჩემი აზრით, არჩევნებამდე პრემიერი არ უნდა შეიცვალოს...მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი...

ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიოგრაფია და ელექტორატის თვალში მცირე ავტორიტეტი
მაინც, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძოლოს. ჩემი აზრით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას - მათ შორის ხელმძღვანელებსაც - ამის მორალური უფლება ნაკლებად აქვს, არადა, გააფთრებით იბრძვიან საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ამ სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გიორგი გახარიასაც...

ვფიქრობ, მოუწევთ შეთანხმება. მათგან რომელიმეს სიის დაკომპლექტებაზე ექსკლუზივი ვერ ექნება. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი და სურვილები... ჩემი აზრით, სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობაც და შესაძლებლობაც, რომ "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისება მოხდეს.


მანანა
04 სექტემბერი 2019 23:18
გახარიას ჭირდება აუცილებლად სანდო ხალხი,მჯერა რომ ის საქართველოს და მისი მოსახლეობის გადასარჩენად ყველაფერს იღონებს,რამდენადაც მიეცემა მას ეს საშუალება.
ქართული სული!
06 მაისი 2019 20:51
კობახიძის გარდა სამთავეს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი!
ბიძინა
06 მაისი 2019 18:11
ჩემს ირგვლივ ათიდან ათი რომ აძლევდა ამათ ხმას ეხლა ჰააჰა 1 თუ მისცემს, სიები ადგინონ და იყვნენ.თბილისი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები