"საპარლამენტო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გახარიასაც..." - კვირის პალიტრა

"საპარლამენტო სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გახარიასაც..."

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, ბევრი რამ მის კონტექსტშია განსახილველი. კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, ფიქრობდეს, რომ ამ არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" მესაჭეობა სწორედ გიორგი გახარიას ანდოს, რაც მმართველი ძალის ნაწილს გვარიანად აშფოთებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მას ფეხს პარტიის შიგნითაც ბევრი უდებდეს. მოსალოდნელად მიგაჩნიათ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა არჩევნებამდე გახარიამ დაიკავოს პრემიერის სავარძელი. ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამ საკითხზე საუბრობს:

- ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საქართველოში სახელმწიფო მართვის ლოგიკა, სამწუხაროდ, ძალიან რთული ასახსნელია. შესაძლოა, მართლაც დაინიშნოს გახარია პრემიერად და ის იყოს საარჩევნო პროცესში ორთქლმავლის ფუნქციის შემსრულებელი, თუმცა, ჩემი აზრით, არჩევნებამდე პრემიერი არ უნდა შეიცვალოს...მაგრამ "ქართულ ოცნებაში" ვინ რას ფიქრობს, არ ვიცი...

ადამიანს უნდა ჰქონდეს ბიოგრაფია და ელექტორატის თვალში მცირე ავტორიტეტი მაინც, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძოლოს. ჩემი აზრით, დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას - მათ შორის ხელმძღვანელებსაც - ამის მორალური უფლება ნაკლებად აქვს, არადა, გააფთრებით იბრძვიან საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. ამ სიის შედგენაზე პრეტენზია ბევრს აქვს - ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და, შესაძლოა, გიორგი გახარიასაც...

ვფიქრობ, მოუწევთ შეთანხმება. მათგან რომელიმეს სიის დაკომპლექტებაზე ექსკლუზივი ვერ ექნება. მით უფრო, რომ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი და სურვილები... ჩემი აზრით, სწორედ მას აქვს პასუხისმგებლობაც და შესაძლებლობაც, რომ "ქართულ ოცნებაში" მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისება მოხდეს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად