"გახარიამ პოლიციას ყოფა უტირა" - კვირის პალიტრა

"გახარიამ პოლიციას ყოფა უტირა"

"ოპოზიციის საქმე ეგ არის, რომ ხელისუფლება მიქარავს, არ შეარჩინოს" -ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემ ა"360 გრადუსში" ისაუბრა.

"ოპოზიციის საქმე ეგ არის, რომ ხელისუფლება მიქარავს, არ შეარჩინოს. სწორად იქცეოდა ოპოზიცია, როცა ჩვენ ანალოგიურ სიტუაციაში გვამუნადებდა. მაგრამ უსინდისო და უნამუსოები არიან, ყველა ვინც იძახის ჩემი მკვდარიო, თითქოს განსხვავება არის გირგვლინსა და სარალიძეს შორის. სანამ ასე დავყოფთ მკვდრებს, მანამ ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. სანამ ასეთი ვიგანდრები იქნებიან და ხან ბოდიშს მოიხდიან და ხან იტყვიან, რომ გამოძიებას დაველოდოთ. რამდენი ხანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ან რას იძიებენ, რომელი საქმე გამოიძიეს. კიდევ რა უნდა გააფუჭოს გახარიამ, "თბისი" ბანკს ეცა გააფუჭა, ზუგდიდში საარჩევნოდ ეგზეკუცია ჩააყენა, მაგის გამო ადამიანი გარდაიცვალა, კლუბები დაარბია, პანკისში რის გამო ავარდა. მართლა ასეთი ძირდამპალი მთავრობა რანაირად არის, ყველგან ამათი პირადი ინტერესები იკვეთება. რომელ პოლიციის მორალზე შეიძლება ილაპარაკოს ამ ადამიანმა, პოლიციას ყოფა უტირა, ეს არის პოლიცისითვის დამანგრეველი".