სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ეწვია - ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი პოლონეთს ეწვია - ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დღეს, ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

"ცერემონის ფარგლებში შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ ერთმანეთს თანმხლები ოფიციალური პირები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტი პოლონურ ენაზე მიესალმა საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს და პატივი მიაგო სახელმწიფო დროშას.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიიის შემდეგ საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა პირისპირ მოლაპარაკებები გამართეს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.