"მოსამართლეების გაპოლიტიკოსება სახიფათოა, ეს იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი" - კვირის პალიტრა

"მოსამართლეების გაპოლიტიკოსება სახიფათოა, ეს იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი"

ამ მოსამართლეების გაპოლიტიკოსება სახიფათოა, ეს იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ რადიო "პალიტრის" გადაცემა ,,შუადღის სტუდიაში" განაცხადა, რითაც ცალკეული მოსამართლეების მიერ გაკეთებული პოლიტიკური კომენტარები გააკრიტიკა.

დოლიძის თქმით, პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც დებატებში უნდა მონაწილეობდეს, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობაა, რადგან ის წერს კანონებს.

"ეს არის აბსოლუტურად სახიფათო. სახიფათოა ამ მოსამართლეების გაპოლიტიკოსება. ეს იგივეა, რაც დისკოთეკაზე მოსიარულე მღვდელი. ხომ უცნაური იქნება ეს ამბავი? იგივეა! არ შეიძლება მოსამართლის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა. ჩემზე ამბობენ, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებსო და ლევან მურუსიძე და რამდენიმე მოსამართლე ყოველ დღე აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესებიდან ხელები დაიბანა პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და პირველ რიგში, იუსტიციის მინისტრმა. პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც უნდა იჯდეს დებატებში, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ლიდერობა, რადგან ისინი წერენ კანონებს. კანონების უდიდესი ნაწილი, რომელზეც პრობლემა გვექმნება, არის სამინისტროს დაწერილი ანუ, იქ სადაც ახლა თქვენ ხედავთ ლევან მურუსიძეს, უნდა იყოს თეა წულუკიანი. ეს მიუღებელი ვითარება შეიქმნა იქიდან, რომ ჩაითვალა, რომ ლევან მურუსიძემ რა თქმა უნდა, ამ თემებში უფრო კომპეტენტურია, თან წულუკიანს საერთოდ არ უნდა, რომ გადაეფაროს მურუსიძეს და შედეგად ზარალდება ჩვენი სახელმწიფო," - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"