კალაძე: "თუ შემეკითხებით, ვარ თუ არა სასამართლოთი კმაყოფილი, გეტყვით - არა" - კვირის პალიტრა

კალაძე: "თუ შემეკითხებით, ვარ თუ არა სასამართლოთი კმაყოფილი, გეტყვით - არა"

თუ ახლა შემეკითხებით, ვარ თუ არა დღეს სასამართლოთი კმაყოფილი, გეტყვით - არა, რადგან მინდა, რომ ის იყოს უკეთესი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ დაიწყო რეფომების გატარება, არის გარკვეული პროგრესი, თუმცა მიღწეული შედეგი არ იძლევა კმაყოფილების საშუალებას. დედაქალაქის მერის თქმით, საბოლოო მიზნამდე, რომელიც სასამართლოს გამჭვირვალობას, ობიექტურობას და მაღალ რეპუტაციას უკავშირდება, ერთიანი ძალებით მივაღწევთ.

"სასამართლოს საკითხზე, რა ხდებოდა 2012 წლამდე სტატისტიკაც მეტყველებს, არაფერი რომ არ ვთქვათ კონკრეტულ საქმეებზე. შესაბამისად, 2012 წლის მერე დავიწყეთ რეფორმების განხორციელება და მთავარი ამოცანაა, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ჰქონდეს მაღალი რეპუტაცია, იყოს გამჭირვალე. თუ ახლა შემეკითხებით, ვარ თუ არა დღეს სასამართლოთი კმაყოფილი, გეტყვით - არა, რადგან მინდა რომ ის იყოს უკეთესი. ამას ჩვენ მივაღწევთ ერთიანი ძალისხმევით", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"